სტუდენტური კვლევითი კონკურსი RAS-ის მიმართულებით

„ნუტრიმაქსმა“ საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით რეცირკულაციური აკვაკულტურის სისტემების (RAS) მიმართულებით სტუდენტური კვლევითი კონკურსი წარმატებით დაასრულა. 23 ოქტომბერს გაიმართა შემაჯამებელი ღონისძიება, სადაც სამი გამარჯვებული დაჯილდოვდა.

ინვესტიცია მომავალ პროფესიონალებში

კონკურსის მთავარი მიზანი ახალგაზრდა ტალანტების აღმოჩენა, მათი წახალისება და პრაქტიკულ საქმიანობასთან დაახლოება იყო. მონაწილეებმა საკუთარი ცოდნა და ანალიტიკური უნარები რეალურ ამოცანებზე მუშაობისას წარმოაჩინეს, განსაკუთრებული ყურადღება კი თანამედროვე აკვაკულტურის ტექნოლოგიებს, მდგრად წარმოებასა და რეცირკულაციური სისტემების განვითარების პერსპექტივებს დაეთმო.

კონკურსში 20-ზე მეტი სტუდენტი ჩაერთო. მონაწილეებმა რეცირკულაციური აკვაკულტურის სისტემებთან დაკავშირებულ საკითხებზე კვლევითი ნაშრომები მოამზადეს და საკუთარი პრეზენტაციები წარადგინეს. საკონკურსო ნამუშევრები სპეციალურმა კომისიამ შეაფასა, რის საფუძველზეც სამი გამარჯვებული გამოვლინდა.

გამოვლინდნენ გამარჯვებულები

  • I ადგილი – ნიკოლოზ ჩუბინიშვილი
  • II ადგილი – გიორგი გიგინეიშვილი
  • III ადგილი – ლიზა არდაშელია

გამარჯვებულები გამოირჩეოდნენ საკვლევი საკითხების სიღრმისეული გააზრებით, ანალიტიკური მიდგომითა და წარმოდგენილი ნაშრომების ხარისხით. კონკურსმა მონაწილეებს შესაძლებლობა მისცა, პრაქტიკაში გამოეყენებინათ მიღებული ცოდნა, წარმოეჩინათ საკუთარი უნარები და უკეთ გაცნობოდნენ აკვაკულტურის სფეროში პროფესიული განვითარების პერსპექტივებს.

განათლებისა და განვითარების მხარდაჭერა

„ნუტრიმაქსისთვის“ ახალგაზრდებში ინვესტირება დარგის მდგრადი განვითარების ერთ-ერთი მთავარი საფუძველია. კომპანია მომავალშიც გააგრძელებს ინიციატივებს, რომლებიც ახალგაზრდა პროფესიონალების აღმოჩენასა და ინდუსტრიაში ინტეგრაციას შეუწყობს ხელს.

„ნუტრიმაქსი“ ულოცავს გამარჯვებულებს მიღწეულ წარმატებას და მათ პროფესიულ საქმიანობაში ახალ შესაძლებლობებსა და წარმატებას უსურვებს.

მსგავსი სიახლეები

ვებსაიტი იყენებს Cookie ფაილებს გამოყენების პირობები