მომავალი თაობის მხარდაჭერა ნუტრიმაქსის ერთ-ერთი მთავარი ღირებულებაა. გვჯერა, რომ განათლებული და მოტივირებული ახალგაზრდები ქვეყნის განვითარების საფუძველია. სწორედ ამიტომ აქტიურად ვთანამშრომლობთ სხვადასხვა უნივერსიტეტებთან, ვხვდებით სტუდენტებს და ვუზიარებთ ჩვენს გამოცდილებას.
შეხვედრებზე სტუდენტები ეცნობიან სოფლის მეურნეობის დარგს, ჩვენი კომპანიის მისიას, საქმიანობის მიმართულებებსა და იმ რეალურ გზას, რომელმაც ადგილობრივი ბრენდი საერთაშორისო წარმატებამდე მიიყვანა. ეს არ არის მხოლოდ საინფორმაციო ხასიათის შეხვედრები — ეს ცოცხალი ურთიერთობაა, სივრცეა დიალოგისთვის, კითხვებისთვის და პროფესიული შთაგონებისთვის.
ნუტრიმაქსში მიგვაჩნია, რომ ახალგაზრდებისთვის ყველაზე დიდი ფასეულობა პრაქტიკულ გამოცდილებაშია. ერთ-ერთ ბოლო ვიზიტზე, ჩვენს საწარმოში ვუმასპინძლეთ აგრარული უნივერსიტეტის ვეტერინარიის მიმართულების პირველი კურსის სტუდენტებს. გავუზიარეთ კომპანიის განვითარების ისტორია, ყოველდღიური პროცესები და ღირებულებები, რომლებიც განსაზღვრავს ჩვენს დამოკიდებულებას საქმესა და საზოგადოებრივ პასუხისმგებლობაზე.
ჩვენთვის ასეთი შეხვედრები არ არის ერთჯერადი აქტივობა — ეს არის ინვესტიცია მომავალში. ცოდნის გაზიარებით და ახალგაზრდების ჩართულობით ვქმნით უფრო ძლიერ, განვითარებულ და მდგრად სოფლის მეურნეობას.