ნუტრიმაქსი აგრო-სექტორის მომავალი პროფესიონალების მხარდაჭერას აგრძელებს – სტუდენტური კონკურსი 2026

ნუტრიმაქსმა 2026 წლის სტუდენტური კონკურსი წარმატებით დაასრულა. პროექტი კომპანიის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს და მიზნად ისახავს აგრო-სექტორის განვითარებაში ჩართული, მოტივირებული და აკადემიურად აქტიური ახალგაზრდების მხარდაჭერასა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობას.

ინვესტიცია მომავალ პროფესიონალებში

„ნუტრიმაქსის“ სტუდენტური კონკურსი მხოლოდ შეჯიბრი არ არის. პროექტის მთავარი მიზანია ახალგაზრდა პროფესიონალების აღმოჩენა, მათი წახალისება და პრაქტიკულ საქმიანობასთან დაახლოება.

კონკურსი სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს წარმოაჩინონ საკუთარი ცოდნა, იდეები და ხედვა, გაეცნონ თანამედროვე წარმოების პროცესებს და დაამყარონ კავშირები დარგის წამყვან სპეციალისტებთან. ამავდროულად, პროექტი ხელს უწყობს თეორიული განათლებისა და პრაქტიკული გამოცდილების დაახლოებას, რაც პროფესიული განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

20-მდე პერსპექტიული ახალგაზრდა აგრო-სექტორისთვის

კონკურსის მიზნობრივ ჯგუფს საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ვეტერინარიისა და სასურსათო ტექნოლოგიების პროგრამის უფროსკურსელი სტუდენტები წარმოადგენდნენ. პროექტმა ახალგაზრდებში მაღალი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია.

კონკურსის ფარგლებში „ნუტრიმაქსმა“ 20-მდე ნიჭიერი, მოტივირებული და პერსპექტიული სტუდენტი გამოავლინა. ეს შედეგი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოში იზრდება პროფესიონალთა ახალი თაობა, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლია აგრო-სექტორის განვითარებაში.

გამოვლინდნენ გამარჯვებულები

შეფასების პროცესის დასრულების შემდეგ გამოვლინდა სამი გამარჯვებული – ორი ვეტერინარიის და ერთი სასურსათო ტექნოლოგიების მიმართულებიდან.

თითოეულ გამარჯვებულს გადაეცა:

  • 2 500 ლარის ოდენობის ფულადი ჯილდო;
  • ორკვირიანი პრაქტიკის შესაძლებლობა „ნუტრიმაქსის“ თანამედროვე, მაღალტექნოლოგიურ საწარმოში.

პრაქტიკული პროგრამა გამარჯვებულებს საშუალებას მისცემს რეალურ საწარმოო გარემოში გამოიყენონ და განავითარონ უნივერსიტეტში მიღებული ცოდნა.

განათლებისა და განვითარების მხარდაჭერა

„ნუტრიმაქსისთვის“ განათლებაში, ცოდნასა და ახალგაზრდებში ინვესტირება აგრო-სექტორის მდგრადი განვითარების ერთ-ერთი მთავარი საფუძველია. კომპანია მომავალშიც გააგრძელებს ისეთი ინიციატივების განხორციელებას, რომლებიც ახალგაზრდა პროფესიონალების აღმოჩენას, მხარდაჭერასა და ინდუსტრიაში ინტეგრაციას შეუწყობს ხელს.

„ნუტრიმაქსი“ ულოცავს გამარჯვებულებს მიღწეულ წარმატებას და მათ პროფესიულ საქმიანობაში მრავალ ახალ შესაძლებლობასა და წარმატებას უსურვებს.

მსგავსი სიახლეები

ვებსაიტი იყენებს Cookie ფაილებს გამოყენების პირობები