„Feeding the Future“ – ნუტრიმაქსისა და Trouw Nutrition-ის საერთაშორისო სემინარი

2026 წლის 21–22 აპრილს, თბილისში, კომპანია Nutrimax-მა სტრატეგიულ პარტნიორთან – Trouw Nutrition -თან ერთად უმასპინძლა საერთაშორისო სემინარს – Feeding the Future, რომელიც მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის თანამედროვე გამოზრდის მეთოდებსა და ინოვაციებს დაეთმო.

სემინარის მთავარი მიზანი იყო თანამედროვე ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების გაზიარების გზით ფერმერული მეურნეობების ეფექტურობის ზრდის ხელშეწყობა, პროდუქტიულობის გაუმჯობესება და ცხოველთა ჯანმრთელობის მართვის თანამედროვე სტანდარტების პოპულარიზაცია.

ღონისძიებამ გააერთიანა სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის 7 ქვეყნის 130-მდე წარმომადგენელი. მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ დასწრებოდნენ როგორც თეორიულ პრეზენტაციებს, ისე პრაქტიკულ დემონსტრაციებს, რომლებიც სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტებმა წარმოადგინეს.

აღსანიშნავია, რომ Nutrimax-სა და Trouw Nutrition-ს შორის მსგავსი საერთაშორისო სემინარების ორგანიზება უკვე ტრადიციად იქცა. გასულ წელს პარტნიორებმა წარმატებით ჩაატარეს მეფრინველეობის მიმართულების საერთაშორისო სემინარი, რომელიც ასევე მნიშვნელოვანი პლატფორმა გახდა გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარებისთვის.

„Feeding the Future“ კიდევ ერთხელ გახდა საერთაშორისო თანამშრომლობის, ცოდნის გაზიარებისა და ინოვაციების პლატფორმა, რომელმაც ხაზი გაუსვა Nutrimax-ის პროგრესულ ხედვას, რეგიონულ განვითარებაზე ორიენტირებულ მიდგომასა და Trouw Nutrition-თან გრძელვადიან პარტნიორობას.

მსგავსი სიახლეები

ვებსაიტი იყენებს Cookie ფაილებს გამოყენების პირობები