ნუტრიმაქსი INTERZOO 2026-ს ესწრება

12-დან 15 მაისის ჩათვლით, „ნუტრიმაქსი“ მონაწილეობას მიიღებს Interzoo 2026-ში – შინაური ცხოველების ინდუსტრიის წამყვან მსოფლიო გამოფენაზე, რომელიც გერმანიაში, ქალაქ ნიურნბერგში გაიმართება. როგორც შინაური ცხოველების მშრალი საკვების მწარმოებელი, კომპანია იყენებს ამ გლობალურ პლატფორმას საერთაშორისო წარმომადგენლობის გასაფართოებლად, ინდუსტრიის გლობალურ ლიდერებთან ურთიერთობისა და ახალ ბაზრებზე პარტნიორული ქსელის გასამყარებლად.

ღონისძიებაზე „ნუტრიმაქსი“ საკუთარი პროდუქციის ფართო ასორტიმენტთან ერთად, Private Label-ის მიმართულებასაც წარადგენს. ჩვენ პარტნიორებს ვთავაზობთ სრულ საწარმოო მხარდაჭერას საკუთარი ბრენდების შესაქმნელად – ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებულ გადაწყვეტებს, რომლებიც კომპანიის ინოვაციურ გამოცდილებასა და ხარისხის უმაღლეს სტანდარტებს ეფუძნება. 

მოხარული ვიქნებით, ვუმასპინძლოთ ჩვენს არსებულ პარტნიორებსა და დარგის სპეციალისტებს „ნუტრიმაქსის“ სტენდთან. ჩვენი გუნდი მზადაა, გაგიზიაროთ დაგროვილი გამოცდილება და თქვენი ბიზნესის სპეციფიკაზე მორგებული გადაწყვეტების შემუშავებაში დაგეხმაროთ. თუ გეგმავთ გამოფენაზე დასწრებას, „ნუტრიმაქსის“ წარმომადგენლებთან შეხვედრის ჩასანიშნად გამოიყენეთ აღნიშნული ბმული.

მსგავსი სიახლეები

ვებსაიტი იყენებს Cookie ფაილებს გამოყენების პირობები