ნუტრიმაქსი აგრძელებს აკვაკულტურის სექტორის განვითარების მხარდაჭერას და 2026 წლის განმავლობაში კალმახისა და კობრის მეურნეობის მიმართულებით ორი პროფესიული სემინარი გამართა, რომელთა მთავარი მიზანი იყო ფერმერებისთვის თანამედროვე ცოდნის გაზიარება, გამოცდილების გაცვლა და ადგილობრივი აკვაკულტურის განვითარების ხელშეწყობა.
პირველი სემინარი 29 მაისს, პარტნიორ კომპანია ნუტრიველთან ერთად გაიმართა და მეკალმახეობის სექტორს მიეძღვნა. ღონისძიებას შიდა ქართლის რეგიონიდან 20-მდე მეკალმახე ფერმერი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და მეთევზეობის სამმართველოს წარმომადგენლები დაესწრნენ. შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა მიიღეს პრაქტიკული ინფორმაცია კალმახის კვების თანამედროვე მიდგომების, საკვების ხარისხისა და ადგილობრივი წარმოების მნიშვნელობის შესახებ. სტუმრებმა ასევე დაათვალიერეს ნუტრიმაქსის საწარმო და გაეცნენ ლაბორატორიულ, ტექნოლოგიურ და ხარისხის კონტროლის პროცესებს.
17 ივლისს ნუტრიმაქსმა კომპანიონი ცხოველებისა და აკვაკულტურის საკვების საწარმოში კობრის მეურნეობის მიმართულებით კიდევ ერთი პროფესიული სემინარი გამართა. ღონისძიებამ საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან კობრის ფერმერები, სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები, დარგის პროფესიონალები და აკვაკულტურის განვითარებით დაინტერესებული სხვა მხარეები გააერთიანა.
სემინარის მონაწილეებმა მიიღეს პრაქტიკული ინფორმაცია კობრის ეფექტიანი კვების, თანამედროვე კვებითი მიდგომების, საკვების ხარისხისა და აკვაკულტურის წარმოების თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ. პროგრამის ფარგლებში სტუმრებმა დაათვალიერეს საწარმო, გაეცნენ თევზის საკვების წარმოების ტექნოლოგიურ პროცესს, ხარისხის კონტროლის სისტემებსა და თანამედროვე საწარმოო ინფრასტრუქტურას.
ორივე შეხვედრის მნიშვნელოვანი ნაწილი ფერმერებთან ღია დისკუსია იყო. მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს საკუთარი გამოცდილება, იმსჯელეს სექტორის მიმდინარე გამოწვევებსა და განვითარების შესაძლებლობებზე, ასევე ადგილობრივი წარმოების, ეფექტიანი კვების და მდგრადი აკვაკულტურის მნიშვნელობაზე.
ნუტრიმაქსისთვის მსგავსი საგანმანათლებლო აქტივობები კომპანიის გრძელვადიანი ხედვის ნაწილია. კომპანია მიიჩნევს, რომ აკვაკულტურის წარმატებული განვითარება ეფუძნება არა მხოლოდ მაღალხარისხიანი საკვების წარმოებას, არამედ ცოდნის მუდმივ გაზიარებას, ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და ფერმერებთან მჭიდრო თანამშრომლობას.
ნუტრიმაქსი მომავალშიც გააგრძელებს მსგავსი შეხვედრებისა და პროფესიული ღონისძიებების ორგანიზებას, რათა ხელი შეუწყოს რეგიონში აკვაკულტურის სექტორის მდგრად განვითარებას, ფერმერთა ცოდნის გაძლიერებასა და თანამედროვე წარმოების პრაქტიკის გავრცელებას.