ნუტრიმაქსი 16-18 ოქტომბერს მონაწილეობდა საერთაშორისო გამოფენაში – Agro Expo Armenia 2026, რომელიც სომხეთის დედაქალაქ ერევანში გაიმართა. კომპანია გამოფენაზე ადგილობრივ პარტნიორებთან – SmartAgro-სა და Novator-თან ერთად იყო წარმოდგენილი.
ნუტრიმაქსის გუნდის წევრებმა პარტნიორი კომპანიების საგამოფენო სტენდებზე წარმოადგინეს როგორც ფერმერული ასევე კომპანიონი ცხოველების საკვები და აკვაკულტურის მიმართულების პროდუქტები.
გამოფენის ფარგლებში ვიზიტორებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ ნუტრიმაქსის პროდუქციას, მიეღოთ ინფორმაცია კომპანიის საქმიანობის შესახებ და გაესაუბრათ გუნდის წარმომადგენლებთან ცხოველთა კვებისა და დარგში არსებული სიახლეების შესახებ.
Agro Expo Armenia 2026 ნუტრიმაქსისთვის მნიშვნელოვანი პლატფორმა იყო, რომელმაც ხელი შეუწყო არსებული პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავებას, ახალი საქმიანი კონტაქტების დამყარებასა და სფეროს პროფესიონალებთან ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას.
საერთაშორისო პარტნიორებთან აქტიური თანამშრომლობითა და რეგიონულ ბაზრებზე ჩართულობით, ნუტრიმაქსი აგრძელებს საერთაშორისო ბაზრებზე პოზიციების განმტკიცებასა და საქმიანობის გაფართოებას.

