28-30 ოქტომბერს ქალაქ ალმატიში „ნუტრიმაქსმა” მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო აგროგამოფენაში AgroWorld Qazaqstan 2026.
„ნუტრიმაქსის” სტენდზე კომპანიის წარმომადგენლები ფერმერებსა და დარგის სპეციალისტებს აცნობდნენ პროდუქციასა და მომსახურებას, რომელიც აგრარული სექტორის საჭიროებებზეა მორგებული. გამოფენის სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, უფრო დეტალურად გაცნობოდნენ „ნუტრიმაქსის” პროდუქციასა და საქმიანობას და წარმომადგენლებთან ესაუბრათ როგორც მეცხოველეობის კვებაზე, ისე დარგის უახლეს სიახლეებზე.
გამოფენის პროგრამაში „ნუტრიმაქს ყაზახეთის” დირექტორი, რევაზ ლაფაჩი, პანელურ დისკუსიაში სპიკერის სტატუსით მონაწილეობდა. დისკუსიის თემა იყო „ეფექტიანი მეცხოველეობა: საკვები, ცხოველთა ჯანმრთელობა და მაღალი პროდუქტიულობა”. დარგის წარმომადგენლებმა ისაუბრეს თანამედროვე მეცხოველეობის გამოწვევებზე, სწორად დაბალანსებული კვების როლზე და პროდუქტიულობის ზრდის შესაძლებლობებზე.
ცენტრალური აზია „ნუტრიმაქსისთვის” სტრატეგიული მნიშვნელობის რეგიონია, სადაც კომპანია აქტიურად თანამშრომლობს ადგილობრივ ფერმერებთან და პარტნიორებთან, უზრუნველყოფს მათ პროფესიულ მხარდაჭერას და სთავაზობს პრაქტიკულ რეკომენდაციებს. გამოფენის ფარგლებში გამართული შეხვედრები მიეძღვნა ახალი თანამშრომლობის შესაძლებლობების განხილვასა და არსებული პარტნიორული ურთიერთობების განმტკიცებას.
AgroWorld Qazaqstan 2026 „ნუტრიმაქსისთვის” მნიშვნელოვანი პლატფორმა გახდა არსებული პარტნიორობის გასაძლიერებლად, ახალი ბიზნეს კავშირების დასამყარებლად და დარგის პროფესიონალებთან ცოდნისა და გამოცდილების გასაზიარებლად. „ნუტრიმაქსის” მიზანია, ხარისხიანი საკვები ყველასთვის ხელმისაწვდომი გახადოს და ხელი შეუწყოს ფერმერული მეურნეობების განვითარებას როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო ბაზრებზე.